ფილიპინების დედაქალაქში მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა 15 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა (ფოტოკოლაჟი)
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, პორტის მახლობლად მომხდარმა ძლიერმა ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, რის შედეგად უსახლკაროდ 15 ათასამდე ადამიანი დარჩა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი 10 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მან ათასამდე სახლი დააზიანა. დაზარალებულები დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
მანილაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, ხშირად ხდება ხანძრები. 2015 წელს ფილიპინების დედაქალაქში, ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა.