სასამართლომ ამერიკელს მეჩეთში ცეცხლის გაჩენისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ფლორიდის შტატის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს ჯოზეფ მაიკლ შრაიბერგს მეჩეთში ცეცხლის გაჩენისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის შრაიბერგმა დანაშაული აღიარა და ბოდიში მოიხადა, მას 30-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა მიუსაჯეს.
ჯოზეფ მაიკლ შრაიბერგმა მეჩეთს ცეცხლი გასული წლის 11 სექტემბერს მოუკიდა. ზარალმა 100 ათასი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები