დონეცკში ბოევიკი „გივი“ მოკლეს

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ, საველე მეთაური მიხეილ ტოლსტიხი, მეტსახელად “გივი“ მოკლეს. ტელეკომპანია “როსია-24“ -ის ინფორმაციით, „გივი“ საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს.
ერთ-ერთი ვერსიით, „გივის“ კაბინეტს რაკეტა ესროლეს, მეორე ვერსიით კი ის ნაღმით ააფეთქეს.
მეტსახელი „გივი“ მიხეილ ტოლსტიხს ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის დროს შეარქვეს. ასე ერქვა მის ბაბუას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. 1998-2000 წლებში გივი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ცენტრ „დესნაში“ მსახურობდა.
ცნობისთვის, 2016 წლის ოქტომბერში „დონეცკის რესპუბლიკის“ კიდევ ერთი საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“ მოკლეს. ის საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები