სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში კიდევ 4500 სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან დაითხოვეს

თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან კიდევ 4500 სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლა. ეს პირები გასული წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან არიან დაკავშირებულები.  ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
სამსახურიდან დათხოვნილთა შორის განათლების სამინისტროს 2585, ჟანდარმერიის 893 და ტელეკომპანია TRT-ს 88 თანამშრომელია.
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 15 ივლისს მოხდა. თურქეთის ხელისუფლება მასში აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელს ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამ ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები