გოგა ხაინდრავა: მიხეილ სააკაშვილი ყველა ხერხით ცდილობს ამ ქვეყნის დაქცევას

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ცდილობს ქვეყანა ნებისმიერი ხერხით დააქციოს.
ხაინდრავას თქმით, ჩანაწერები, რომლებიც “რუსთავი 2”-ის დირექტორის და ყოფილი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გავრცელდა, მისთვის ახალი ამბავი არ არის.
“მე არაფერი ჩანაწერი არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდე რას აპირებს ადეიშვილი და გვარამია. მიხეილ სააკაშვილი ყველა ხერხით ცდილობს ამ ქვეყნის დაქცევას, რადგან ეს ქვეყანა მისთვის ინტერესს არასდროს წარმოადგენდა. დღეს როგორმე ცდილობს ეს საზოგადოება დააქციოს. დავით საყვარელიძე არის ის ადამიანი, რომელიც ხურჩის ეპიზოდში მონაწილეობდა. პროკურორ გვარამიაზე საუბარიც არ მინდა. სამივე პროკურორი იყო, გვარამიაც, საყვარელიძეც და ადეიშვილიც. მათ სჭირდებათ სკანდალი, შედეგი”, – განაცხადა ხაინდრავამ.
ნიკა გვარამიას და ზურაბ ადეიშვილის საუბარი სოციალურ ქსელში რამდნიმე დღის წინ გავრცელდა, სადაც საუბრის თემა მოსამართლეებზე ზეწოლას შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები