ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 38 დაიჭრა. ტერაქტი უზენაესი სასამართლოს შენობასთან მოხდა.
აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამუშაო დღე დასრულდა და სასამართლოს თანამშრომლები შენობიდან გამოდიოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქაბულში ბოლო მასშტაბური ტერაქტი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. მაშინ 30 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები