რუსეთის ქალაქ ივანოვოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი დააკავეს

 რუსეთის ქალაქ ივანოვოში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავეს, რომელიც ახალი წევრების „დავერბოვკებით“ იყო დაკავებული.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ეს პირი ადამიანებს „ავერბოვკებდა”, რათა მათ ერაყის და სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა მიეღოთ.
ამისთვის მან საზღვარგარეთ სამი პირი გააგზავნა. დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობის“ ბრალდებით. საქმეები გადაბირებულ პირთა წინააღმდეგაც აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები