ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს არ იცნობს

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ვლადიმერ პუტინს არ იცნობს და რუსეთში ბიზნესი არასოდეს ჰქონია. მან ასევე განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ აკრიტიკებენ მას რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის გამო. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა. მან ასევე გაოცება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ირანთან გაფორმებული გარიგების გამო, ობამას არავინ აკრიტიკებს.
„პუტინს მე არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი არაკეთილმოსურნეები მაინც გიჟდებიან. ობამამ კი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტულ სახელმწიფოსთან ხელშეკრულება გააფორმა და მასზე არავის არაფერი უთქვამს“, – დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, ტელეკომპანია “Fox News”-ის ეთერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც სჯობს კარგი ურთიერთობები გქონდეს, ვიდრე პირიქით.

16559270_10207917959338485_1060928973_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები