ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. საუბარია 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებაზე. ის არჩევნები სარკოზიმ „სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელთან, ფრანსუა ოლანდთან წააგო. სარკოზი ადრე აცხადებდა, რომ უკანონო დაფინანსების შესახებ არაფერი იცოდა.
გამოძიება ვარაუდობს, რომ სარკოზის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, „სახალხო მოძრაობის კავშირმა“ დოკუმენტები გააყალბა და საპრეზიდენტო კამპანიის დროს გადახარჯვის ფაქტი დამალა. გადახარჯვამ 18 მილიონი ევრო შეადგინა.
ექსპრეზიდენტის გარდა, საარჩევნო კამპანიის დროს, ფინანსურ მაქინაციებში „სახალხო მოძრაობის კავშირის“ კიდევ 13 მაღალჩინოსანია ეჭვმიტანილი.