„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ პალმირასთან გაზსადენი ააფეთქეს

ტერორისტული დაჯგუფების – “ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის ქალაქ პალმირასთან გაზსადენი ააფეთქეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, გაზსადენი ტერორისტებმა რამდენიმე ადგილას ააფეთქეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაზსადენის აფეთქების გამო, გაზის გადამამუშავებელი ქარხანა მწყობრიდან გამოვიდა.
ცნობისთვის, “ისლამურმა სახელმწიფომ“ პალმირა გასული წლის დეკემბერში დაიკავა. სირიის სამთავრობო ძალებმა, რომლებიც მანამდე დასახლებას აკონტროლებდნენ, უკან დაიხიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები