Amnesty International-ის ინფორმაციით, დამასკოს ციხეში ათასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

საერთაშორისი უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე ციხეში ათასობით ადამიანია ნაწამები და სიკვდილით დასჯილი. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ 2011-2015 წლებში სიკვდილით დასაჯეს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი. ეს დასკვნები ორგანიზაციამ ყოფილი პატიმრებისა და ციხის თანამშრომელთა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა. მოხსენების ავტორთა ინფორმაციით, ძნელი წარმოსადგენია, რომ მსგავსი მასშტაბური და სისტემატიური ქმედებები სირიის ხელისუფლების მხრიდან სანქციის გარეშე განხორციელებულიყო.
ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ამ ფაქტების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები