“Fox News”-ის წამყვანი “მკვლელ პუტინზე” განცხადების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს
ტელეკომპანია “Fox News”-ის წამყვანი ბილ ო’რაილი „მკვლელ პუტინზე“ განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„მე ამ ბოდიშის ტექსტზე ვმუშაობ, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასე რომ, სადღაც 2023 წლისთვის ის მზად მექნება“, – იხუმრა ჟურნალისტმა.
ბილ ო’რაილიმ სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინი მკვლელია, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
კრემლში ო’რაილის განცხადებებს მიუღებელი და შეურაცხმყოფელი უწოდეს. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.