ტერეზა მეი აცხადებს, რომ პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის პროცესს ვერ შეაჩერებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცესს პარლამენტი ვერ დაბლოკავს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
ტერეზა მეი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მიანიჭებს მას უფლებამოსილებას, რომ დაიწყოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი და ამით დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე დაფიქსირებული ნება შესრულდება.
ევროკავშირის მომხრე ბრიტანელი პარლამენტარები აცხადებენ, რომ მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ევროკავშირიდან გასვლის დეტალური გეგმა და ეს პროცესი უფრო ღია რეჟიმში უნდა წარიმართოს.