მოსულში „ბოევიკებმა“ ხუთი მშვიდობიანი პირი სიკვდილით დასაჯეს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ერაყის ქალაქ მოსულში ხუთი მშვიდობიანი პირი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუს“ ერაყის შეიარაღებულ ძალებში აცნობეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ფაქტი მოსულის დასავლეთ ნაწილში მოხდა, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ტერორისტებმა მშვიდობიანი პირები იმის გამო დახოცეს, რომ ტერორისტების ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. „ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქალაქის დატოვებას შეეცდება, „ისლამური სახელმწიფო” სიკვდილით ემუქრება“ – განაცხადა ერაყის არმიის ლეიტენანტმა ნაიეფ ალ-ზებეიდიმ.
ერაყის შეიარაღებული ძალები ამჟამად მოსულის ნახევარს აკონტროლებენ და ქალაქის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ. მოსული – სიდიდით მეორე ქალაქია ერაყში და მას 2014 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები