ბარსელონაში კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დაიწყო
ბარსელონაში კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, არტურ მასის სასამართლო პროცესიო დაიწყო. მან 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე არაფორმალური რეფერენდუმი გამართა.
არტურ მასი, მისი ყოფილი მოადგილე ჯოან ორტეგა და განათლების ყოფილი მინისტრი ირენ რიგაუ სასამართლოს გადაწყვეტილების უპატივცემულობაში და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში არიან ბრალდებული.
პროკურატურა განსასჯელებისთვის 9-10 წლით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის აკრძალვას და 30-36 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმებას მოითხოვს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, შენობასთან მასის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობდა.