ლაშა კილაძე: ჩვენ გვაქვს გამოცდილება ისეთი ქვეყნებისა, სადაც ლიბერალიზაციის ფონზე, ნარკომანია გაიზარდა

“ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების ნარკოპოლიტიკის გამოცდილება, სადაც ლიბერალიზაცია არაერთგვაროვნად აისახა”, -ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა მოხდეს სპონტანურად.
“ჩვენს გეოპოლიტიკურ სივრცეში მსგავსი საკითხის გადაწყვეტა არის რისკი, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში საერთოდ არ არსებობს ჩანაცვლებითი პროცესი, ანალოგიური ვითარებაა აზერბაიჯანში და სომხეთში, ამიტომ ასეთი მეზობლების ფონზე, არის დიდი რისკი და ერთი ხელის მოსმით, რისკების გაუთვალისწინებლად პროცესები არ უნდა განვითარდეს ცალმხრივად. ლეგალიზების იდეალური მოდელი არ არსებობს, ნარკოპოლიტიკის გატარება სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აისახა, მაგალითად, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ისეთი ქვეყნებისა, სადაც ლიბერალიზაციის ფონზე, ნარკომანია გაიზარდა”, – განაცხადა ლაშა კილაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები