რუმინეთში ასიათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომას მოითხოვს
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ანტისამთავრობო აქციაში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ რუმინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ის ჩინოვნიკები, რომლებმაც სახელმწიფოს 47 ათას დოლარზე ნაკლები ოდენობის ზარალი მიაყენეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ.
კვირას რუმინეთის ხელისუფლებამ სკანდალური ბრძანებულება გააუქმა, მაგრამ საპროტესტო აქციები ქვეყანაში მაინც გაგრძელდა.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ბუქარესტსა და რუმინეთის სხვა ქალაქებში აქციებში 500 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაზე მასშტაბური აქციებია ქვეყანაში 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ.