ჩინეთის მასაჟის სალონში გაჩენილი ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

 ჩინეთში ჩჟენძიანის პროვინციაში, მასაჟის სალონში მომხდარი ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ძლიერი ცეცხლის გამო, მეხანძრეებმა ის 2 საათის განმავლობაში ვერ ჩააქრეს.

სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ბევრი დაღუპული კვამლით არის მოწამლული. ასევე, ბევრმა ადამიანმა ტრავმები მიიღო, როდესაც ცეცხლმოკიდებული სახლის ფანჯრებიდან გადმოხტნენ.

ამ დროისთვის ხანძრის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები