გიორგი კვირიკაშვილი კანადის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველო-კანადას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე. კანადის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები