დიდთოვლობის გამო ჭიათურაში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
დიდთოვლობის გამო ჭიათურის რაიონის სოფელ მანდაეთში მცხოვრებმა მარინა დიასამიძემ საკუთარ სახლში სასწრაფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიარა.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომანქანა მშობიარის სახლამდე ტრაქტორის დახმარებით მიიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ ჭიათურისა და საჩხერის სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დედა და ახალშობილი, თავს კარგად გრძნობენ, ისინი სასწრაფოს მანქანით ჭიათურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.