ჩაჩავას კლინიკის მოწვევით, საქართველოში გერმანელი ორთოპედ-ტრავმატოლოგი დიტმარ ლიტსკოვი ჩამოდის

საქართველოში გერმანელი ორთოპედ-ტრავმატოლოგი დიტმარ ლიტსკოვი ჩამოდის.
ცნობილი პროფესორი ჩაჩავას კლინიკაში კონსულტაციას და ოპერაციულ მკურნალობას რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაატარებს. ჩაჩავას ახალი ქირურგიული კლინიკის დახმარებით პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დიტმარ ლიტსკოვის სამედციინო მომსახურებით 5-დან 10 თებერვლამდე ისარგებლონ.
პროფესორი ჩაატარებს შემდეგი სახის ოპერაციებს: ენდოპროთეზირება -მსხვილი სახსრების ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით, ოპერაციები მხრის სახსარზე, ართროსკოპიული ოპერაციები მუხლის სახსარზე, ოპერაციები ტერფის დეფორმაციის დროს და სხვ.
ჩაჩავას კლინიკა მოქალაქეებს შესაძლებლობის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები