დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება

ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელის, გაბრიელ გოდარდს შორის. შეხვედრის მთავარი თემაა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები საქართველოში.

მსოფლიო ბანკი საქართველოში, სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები