მაკა ჩიჩუა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის მეთოდების შესახებ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „პირველი ნაბიჯი საქართველო” ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტმა, ანატ ოპენჰაიმმა დარგის პროფესიონალებსა და მშობლებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის ახალი მოდელი DIR /Floor Time წარუდგინა და მოდელის ძირითადი პრინციპები გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი ძირითად აქცენტს თამაშის მნიშვნელობაზე აკეთებს. ეს მიდგომა ითვალისწინებს სწავლებას ინტერესის აღმძვრელი აქტივობების განხორციელების მეშვეობით, რაც ბავშვს აზროვნების უნარს უვითარებს და  მიღებული გამოცდილების გენერალიზების საშუალებას აძლევს.
ეს მეთოდი საქართველოში უკვე ინერგება და პროფესიონალები უკვე  გადამზადებას გადიან. სექტემბრიდან „პირველი ნაბიჯი საქართველო” განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს DIR/Floor Time მოდელითაც მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები