დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სცადეს

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სცადეს. შენობაში შეღწევას ისინი ჯებირების შენგრევით ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი დროულად განიმუხტა. ვერცხლით მოვაჭრეები ნივთების ნახვას ითხოვენ.
მოვაჭრეებს ადგილზე თბილისის ვიცე- მერი ლაშა აბაშიძე გაესაუბრა, რომელმაც დაზარალებულებს განუცხადა, რომ დამწვარ ტერიტორიას სპეციალისტები ათვალიერებენ და დათვალიერების შემდეგ, მათ განუმარტავენ, თუ რა მდგომარეობაა. დაზარალებულებმა კი უპასუხეს, რომ ვიდრე შენობა დაინგრევა, მათ იქ შესვლა სურთ, რათა საკუთარი პროდუქციის მცირე ნაწილი მაინც გადაარჩინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები