ირაკლი ლექვინაძე “ბავშვთა სამყაროს” მოვაჭრეებზე – “ამ ეტაპზე თბილისის მერიაში ფინანსური კომპენსაციის საკითხი არ განიხილება”

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ მეპატრონეების მხრიდან ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების სახელმწიფო სტრუქტურებისკენ გადამისამართება უპასუხისმგებლო ქმედებაა.როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, მერიას ზარალის ასანაზღაურებლად ფული არ აქვს.
„თბილისის მერიას არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ბიზნესის და კერძო მეწარმეების აქტივების ანაზღაურება უზრუნველყონ. ამისთვის ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სადაზღვეო სისტემა. ნებისმიერი ბიზნესი, ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებულია ტექნიკურ და ფინანსურ რისკებთან და ყველა მეწარმემ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მსგავსი ტიპის შემთხვევებისგან საკუთარი აქტივები დაიცვას. ამიტომ ამ ეტაპზე თბილისის მერიაში ფინანსური კომპენსაციის საკითხი განხილვაში არ არის“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები