„იმედმა“ “GDS”-ის 100–პროცენტიანი წილი იყიდა

ტელეკომპანია “GDS”-ის 100–პროცენტიანი წილი ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა კომპანიამ, შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა” იყიდა. შესაბამისი გარიგება რეესტრში 28 იანვარსაა ასახული.
„ჯორჯიან მედია პროდაქშენ“ გრუპის მფლობელი ინა გუდავაძეა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მხარეები გარიგების ფასზე მომდევნო 7 თვის განმავლობაში მოილაპარაკებენ.
შეგახსენებთ, რომ ინა გუდავაძემ გასული წლის 27 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია “მაესტროს” საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა. ინა გუდავაძე იმავე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ასევე დასასრულს უახლოვდებოდა მოლაპარაკებები ტელეკომპანია “GDS”-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებითაც. გუდავაძე იმედოვნებდა,რომ აღნიშნული მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდებოდა.
16441265_576108399262014_1768719053_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები