Freedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია

“საქართველო, როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო თავისუფლების კუთხით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია”, – ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშში წერია.
Freedom House-ის წარმომადგენელ არჩ ფადინგთონის განცხადებით, ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა.
„ბევრი ექსპერტი ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოვლენები არასწორი მიმართულებით წავიდოდა, რაც არ მოხდა და ვფიქრობ, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა. საქართველოს მიმართულებითა და რთულ სამეზობლოში დემოკრატიული საზოგადოებით უკმაყოფილო არ ვართ“, – განაცხადა არჩ ფადინგთონმა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრობლემად კვლავ მედიის საკითხი და კანონის უზენაესობა რჩება.
„პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე, პრობლემებია კანონის უზენაესობასთან მიმართებაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით პოლიტიკური გასამართლებებზე, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს”, – აღნიშნა არჩ ფადინგთონმა.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის თვალსაზრისით, რთული მდგომარეობაა რუსეთში, თურქეთსა და სირიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები