“ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი: 270 საცავიდან 264 უკვე გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ

“ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, „ოქროს სამყაროს“ ექვსმა მეწარმემ გასაღები დაკარგა და კუთვნილ ოქროულობას ჯერჯერობით ვერ იბრუნებს.
როგორც „ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორი მირიან მარიამიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ტერიტორიაზე არსებულ „ოქროს სამყაროში“ 270 საცავიდან 264 უკვე გახსნილია და მეპატრონეებს ძვირფასი ნივთები გატანილი აქვთ. მისივე თქმით, დარჩენილია ექვსი საცავი, რომელიც იმის გამო ვერ გაიხსნა, რომ ძვირფასი ნივთების მეპატრონეებმა გასაღებები დაკარგეს ან დახლში ჰქონდათ შენახული და ხანძრის შედეგად ისინიც განადგურდა.
”დარჩენილია 6 საცავი, რადგან საცავებში შენახული ძვირფასეულობის მეპატრონეებმა დაკარგეს საცავის გასაღები ან დახლში ჰქონდათ შენახული, ან ხანძრის შედეგად გაუნადგურდათ. ახლა მიმდინარეობს ამ საცავების დემონტაჟი. დღეს მუშაობა დასრულდება, ხოლო ხვალიდან დაიწყება იმ ადამიანების შეშვება „ოქროს სამყაროს“ ტერიტორიაზე, ვისაც დახლში ჰქონდა შენახული ძვირფასი ნივთები და ხანძარს გადაურჩა. შესაძლოა, ეს ნივთები დაზიანებული იყოს, თუმცა, გამოდგება გადასადნობად ან სხვა დანიშნულებით”, – განაცხადა ამირან მარიამიძემ. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ტერიტორიის უსაფრთხოებაზე პოლიცია იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები