გია ცერცვაძე უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

უკრაინაში მებრძოლმა, ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გია ცერცვაძემ უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი მოსთხოვა. აღნიშნული ინფორმაცია „რუსთავი2“-ს თავად გია ცერცვაძემ სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა. ცერცვაძის თქმით, განცხადება შესაბამის უწყებაში მისმა ადვოკატმა, ქსენია პროკონოვამ შეიტანა.
როგორც ვიცე-პოლკოვნიკი აღნიშნავს, განაცხადის განხილვის ვადა 25 თებერვალს იწურება და უკრაინის ხელისუფლებამ ამ დროისთვის უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა მას დევნილის სტატუსს.
ადვოკატების თქმით კი, დღეისათვის გია ცერცვაძის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ოპტიმალური უკრაინაში ყოფნაა და იმედოვნებენ, რომ მისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხი დადებითად გადაწყდება. პოლკოვნიკი ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ მიმდინარე წლის 27 იანვარს გაათავისუფლა.
გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები