შემოსავლების სამსახური მოვაჭრეებს ხანძრის შედეგად განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს ჩამოაწერს

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, განხორციელდება ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა „ბავშვთა სამყაროში“  ხანძრის შედეგად გამოწვეული დაზარალებული მოვაჭრეების დახმარების საკითხის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ გუშინვე მოვახდინეთ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ გასული, გაეცნენ პრობლემის შინაარსს. მას შემდეგ, რაც დადგინდება განადგურებული პროდუქციის მოცულობა და ზიანის დონე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას დაზარალებულ გადასახადის გადამხდელებზე, რათა მათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, შემდგომ პერიოდში თითოეული დაზარალებული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება ინდივიდუალურად შეისწავლება და ისე იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მათ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეექმნათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები