გიგლა ბარამიძე: პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული საერთო სახალხო დემოკრატიული გზით

პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა გახდეს საჯილდაო ქვა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე საკონსტიტუციო ცვლილებების თემასაც შეეხო. მან ყურადღება „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივებზეც გაამახვილა.
„ჩვენი პოზიციაა, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა მოხდეს საერთო სახალხო დემოკრატიული გზით. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს ძლიერი და ძველ, ცუდ პრაქტიკას არ უნდა გამოვეკიდოთ. მე ასევე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს მიწის კანონის რეგულაცია და ასევე, ყურადღება მიექცეს პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხსაც, რადგან პარლამენტი უნდა ფუნქციონირებდეს დედაქალაქში. სამთვიანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მე მიმაჩნია, რომ არაა საკმარისი ნორმალური კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად, ამას გაცილებით მეტი დროს სჭირდება. უნდა გაუქმდეს ასევე მაჟორიტარული სისტემა და გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები