ფინანსთა მინისტრის მოადგილე: „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მეწარმეების საკითხს ინდივიდუალურად შეისწავლიან

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებებზე შეღავათები მიეცემათ და მათ მიმართ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
როგორც ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასევე ინდივიდუალურად შეისწავლიან დაზარალებული მეწარმეების განადგურებული საქონლის ოდენობასაც.
„ჩვენი თანამშროლები ადგილზე იყვნენ გასული და გაეცნენ პრობლემის არსს. მას შემდეგ, რაც დადგინდება განადგურებული პროდუქციის მოცულობა და ზიანის ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერას გადამხდელების მიმართ. იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ აღნიშნულ განადგურებულ საქონელზე. გარდა ამისა, უკვე შემდგომ პერიოდში, ინდივიდუალურად შევისწავლით თითოეული ამ გადამხდელის, საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო დავალიანების საკითხს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მივიღებთ“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები