გიგლა ბარამიძე: სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით არ უნდა მოქმედებდეს „ჯუნგლის“ კანონი

“გადასახადები, კეთილმოწყობა და წესრიგის დამყარება – ეს სამი მიმართულება უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ, სავაჭრო ცენტრების დაცვის თვალსაზრისით, მეტი კონტროლი უნდა განახორციელოს. „სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით არ უნდა მოქმედებდეს „ჯუნგლის“ კანონი. მსგავსი შემთხვევა თბილისშიც და რეგიონებშიც ბევრჯერ მოხდა, რაც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ. ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს სამ ძირითად პრინციპს: ესაა გადასახადების რეგულაცია, წესრიგის დამყარება და ამ ადგილების კეთილმოწყობა. დაზარალებულების ინტერესები, რასაკვირველია, უნდა იყოს გათვალისწინებული“, -გაანცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები