ე.წ. მოსმენების საკითხზე საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს ახალ პროექტს წარუდგენს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების საკითხზე საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს განსახილველად ახალ პროექტს წარუდგენს.
“საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს ახალ პროექტს, რომელიც ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი, გამომდინარე იქიდან, რომ სამივე მოთხოვნა, რაც დღის წესრიგში იდგა: ერთი შესაბამისობაში მოყვანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;
მეორე, უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ამ საკითხზე აუცილებლად გავამახვილებთ ყოველთვის აქცენტს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად დაცული და მესამე, ეს არის ადამიანის უფლებები, უპრეცედენტო დაზღვევის მექანიზმებია ამ მიმართულებით შემოღებული ამ პროექტის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო კონტროლი დამატებული პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, რომელიც ძალიან წარმატებით მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და ამას დამატებული ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სააგენტო, რომლის ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა ასევე ძალიან გართულებულია და მაღალი ლეგიტიმაცია ექნება იმ ადამიანს, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. ყველაფერი ეს გვაძლევს უპრეცედენტო დაცულობის გარანტიას. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო. პროექტი, რომლის მაგვარი მსოფლიოში არც ყოფილა და არც დღეს არის, არ შეიძლება იყოს მოწონებული, რადგან დღეს ვდგავართ უსაფრთხოების ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ჩვენ ამ ყველაფერს ვპასუხობთ ადეკვატურად”, – აცხადებს მდინარაძე.
მისი თქმით, “ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, კომისიის გარკვეული ჯგუფის წარდგინებით, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისად, მისი ლეგიტიმაცია იქნება ძალიან მაღალი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები