რა მდგომარეობაში არიან მერაბიშვილი და ახალაია ციხეში? – ციხიდან გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო

 “ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ციხიდან გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო” – რა მდგომარეობაში არიან მერაბიშვილი და ახალაია ციხეში? – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას ავქყენებს.
გამოცემასთან საუბარში სანდო წყარო ჰყვება, თუ რა ვითარებაში იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
“ვანოს არც ერთ ფლანგთან ბრძოლაში ჩართვა არ სურს, მეტიც, დიდი ხანია საბრძოლო განწყობაზე აღარ არის. პირიქით, ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ოღონდ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო. მის პოლიტიკაში ჩართვაზე ზედმეტია საუბარი. რაც შეეხება მერაბიშვილის მდგომარეობას ციხეში, ყველა პირობა აქვს შექმნილი (ისევე როგორც გიგი უგულავას ჰქონდა), რაც საპატიმროში კანონმდებლობით არის ნებადართული. ბაჩო ახალაიაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით – ბევრად პატარა კამერაშია და გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. ერთხელ ახალაიამ ერთ-ერთი არხის ჩართვა მოითხოვა თუმცა მერაბიშვილსა და უგულავას შეუთვლიათ ციხის ადმინისტრაციისგან ნურაფერს ითხოვ, შენი მოთხოვნების გამო ჩვენც ყველაფერს გვართმევენო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ვანოს მდგომარეობა ნორმალურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ბაჩო ახალაია კი ზოგჯერ ნერვული აშლილობის ზღვარზეა და ექიმები წამლებს აწვდიან” – აცხადებს სანდო წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები