დიმიტრი ქუმსიშვილი: 2010 წელს მოქალაქის განკარგვადი შემოსავლიდან 10-11% მიდიოდა სესხის მომსახურებაზე, დღეს ეს მაჩვენებელი 24-25%-ია

2010 წელს მოქალაქის განკარგვადი შემოსავლიდან სადღაც 10-11% მიდიოდა სესხის მომსახურებაზე, დღეს კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ია, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი გამოცემასთან აღნიშნავს, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავლები უმცირდებოდათ და არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ მათი შემოსავალი იზრდებოდა.
„2010 წელს მოქალაქის განკარგვადი შემოსავლიდან სადღაც 10-11% მიდიოდა სესხის მომსახურებაზე, დღეს კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ია. აქედან გამომდინარე, უდიდესი პრობლემაა სწორედ სესხის მომსახურება და მისი გადაჭრა არის ლარიზაციის ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმებით მოვახერხებთ იმას, რომ ადამიანების განკარგვადი შემოსავალი აღარც მცირდებოდეს და აღარც იზრდებოდეს ვალუტის კურსის მერყეობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად, ადამიანებს ხელფასი რომ გაეზრდებათ, ის გაზრდილი ხელფასი არ უნდა შეუჭამოს სესხის მომსახურებამ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები