ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება

„აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?” – ამ სახელწოდებით გამართულ ევროპა-უკრაინის ფორუმზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო, სადაც იგი სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ, სიტყვით გამოსვლისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს. მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია- „შესაძლებლობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს”. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები