მოსკოვის მეტროს ლიანდაგში დედა-შვილი ჩავარდა (ვიდეო)

მოსკოვში მეტროს ლიანდაგზე ქალი და ბავშვი ჩავარდა. ამის შესახებ მოსკოვის პოლიცია იუწყება. ინციდენტი მეტროსადგურ „მოლოდიოჟნაიაზე“ მოხდა. ქალმაც და ბავშვმაც სხეულის დაზიანებები მიიღეს.
„პოლიციის და მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ქალს და ბავშვს დახმარება აღმოუჩინეს და ისინი პლატფორმაზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც ისინი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – განაცხადეს პოლიციაში.
ამჟამად მეტროპოლიტენის ფუნქციონირება აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები