თეა წულუკიანი „კაბელების საქმეზე” დაკავებულთა შესახებ: პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა

„პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების კომენტირებისას განაცხადა.
თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს, შეიწყალოს როგორც დამნაშავე, ასევე, ყველა ის პირი, რომელზეც თვითონ თვლის, რომ შეიძლება მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი. “პრეზიდენტს, ყველანაირი დასაბუთების გარეშე, აქვს სრული უფლება, შეიწყალოს როგორც დამნაშავე, ასევე, ყველა ის პირი, რომელზეც თვითონ თვლის, რომ შეიძლება მტკიცებულებები არ იყოს საკმარისი.
მან გამოიყენა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და არ მგონია, ვინმეს რაიმე ტიპის კომენტარი შეეძლოს ამ თემაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი შეიწყალა. ხუთივე მათგანმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები