ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰერტი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი ჯონ ჰერტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სამსახიობო კარიერა ნახევარ საუკუნეს მოიცავს.
მსახიობმა პირველი როლი 1962 წელს შეასრულა მელოდრამაში „ველურები და მოწყურებულები“. ჰერტი იმით იყო ცნობილი, რომ მისი პერსონაჟები თითქმის ყოველთვის იღუპებოდნენ. მსახიობი ხუმრობდა, რომ მისი ნათესავები აღარც კი ეკითხებოდნენ, დაიღუპა თუ არა მისი გმირი ახალ ფილმში, უბრალოდ, უსვამდნენ კითხვას, როგორ დაიღუპა ის?
2015 წელს ექიმებმა მსახიობს კუჭუკანა ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები