საქართველოს კონსტიტუციიდან შესაძლოა ის მუხლი ამოიღონ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს

საქართველოს კონსტიტუციიდან შესაძლოა ის მუხლი ამოიღონ, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფლად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს. როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა, მეორე მოსაზრებაა ის, პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
“პარლამენტის ადგილსამყოფლის საკითხთან დაკავშირებით კომისიის თითქმის ყველა მონაწილე იყო ერთ აზრზე, გარდა ერთი წევრისა. დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფლის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. მეორე მოსაზრებაა ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქვეყნის დედაქალაქი“, – განაცხადა კახიანმა. მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც გამოთქვა მოსაზრება, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს, “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები