მიხეილ უკლება, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდნენ

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება, საქართველოს კონსული, გია ცერცვაძე, მისი მეუღლე და ადვოკატი უკრაინის სახალხო დამცველს ვალერია ლუტკოვსკას შეხვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სახალხო დამცველმა გია ცერცვაძეს გათავისუფლება მიულოცა და განაცხადა, რომ მონიტორინგს ახორციელებდა აღნიშნულ საქმეზე.
როგორც ვალერია ლუტკოვსკამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა მის ქართველ კოლეგასთან, უჩა ნანუაშვილთან.
როგორც შეხვედრაზე ვალერია ლუტკოვსკამ განაცხადა, უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი კვლავაც განაგრძობს მონიტორინგს ქართველი სამხედროს საქმეზე.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა უკრაინის სახალხო დამცველს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა  აღნიშნულ საქმეზე მომავალშიც აქტიური თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები