უკრაინის სახალხო დამცველმა გია ცერცვაძის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა

უკრაინის სახალხო დამცველმა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და პირობა დადო, რომ მოვლენების განვითარებას ბოლომდე მიჰყვება.
„სახალხო დამცველს აინტერესებდა რა პირობებში ვიყავი, რა პირობები იყო იზოლატორში, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენ ბოლომდე მონიტორინგს გავუწევთ საქმესო და აგვიხსნა მექანიზმები, რა პირობებში იყო შესაძლებელი საქმის დახურვა და რუსეთის ფედერაციის სავარაუდო მოქმედება“, – განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, უკრაინის სახალხო დამცველი გია ცერცვაძის საქმისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ, გვიან საღამოს გაათავისუფლეს. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს.
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები