მამუკა მდინარაძე: ცერცვაძის საქმეზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, შეკითხვა არა მგონია რელევანტური იყოს

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, შეკითხვა არა მგონია რელევანტური იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფორმალური და არაფორმალური კონტაქტებით, ასევე კონსულტაციებით მიღებულიყო ის შედეგი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება.
”ჩვენ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ”ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფების მხრიდან ვიხილეთ პიარ სპექტაკლები. ამ საქმეს ჰქონდა მეორე მხარე, სადაც ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა ფორმალური და არაფორმალური კონტაქტებით, ასევე კონსულტაციებით და საბოლოოდ ძალიან კარგი იყო ის შედეგი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება. დამდგარი რეალობიდან გამომდინარე, არა მგონია შეკითხვა შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, რელევანტური იყოს“,-განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები