ინდონეზიაში წყალდიდობის გამო 6 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა

ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო 6 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ” იუწყება.
წყალდიდობა სულავესის კუნძულს დაატყდა თავს. ის ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინდონეზიაში წყალდიდობები ხშირად ხდება. 2016 წელს მომხდარი წყალდიდობების გამო 375 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები