იანოშ ჰერმანი: ყურადღებით ვაკვირდებით ცერცვაძის საქმეს და განცხადებებს, რომლებიც კეთდება

ყურადღებით ვაკვირდებით ცერცვაძის საქმეს და განცხადებებს, რომლებიც კეთდება – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩმა ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
„ამ საკითხზე კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით ცერცვაძის საქმეს და განცხადებებს, რომლებიც კეთდება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი პატიმრობიდან გუშინ, გვიან საღამოს გაათავისუფლეს.
როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს.
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძე, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის მიზნით. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც, რომელიც ფორმალური გარემოებების გათვალისწინებით გარკვეული პროცედურების განხორციელებას გულისხმობს. როგორც წინა დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები