ზაზა გაბუნია: გია ცერცვაძის საკითხის მოგვარებაში ოპოზიციას არავითარი ძალისხმევა არ გამოუმჟღავნებია

გია ცერცვაძის საკითხის მოგვარებაში ოპოზიციას არავითარი ძალისხმევა არ გამოუმჟღავნებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო მცდელობა, უკიდურესი პოპულიზმის გზით საკითხის პოლიტიზირებისა.
„აუცილებლად ბრჭყალებში უნდა ჩაისვას გივი თარგამაძის „მოლაპარაკებები“ იური ლუცენკოსთან, რადგან თუკი საუბარია მესენჯერში გივი თარგამაძის მიერ მიწერილ სმს-ზე და ეს არის მოლაპარაკება, ამ საკითხის ასე შეფასება ძალიან არასერიოზულია. პირველ რიგში მისასალმებელია თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი მოქალაქე არის თავისუფალი და მას ის რისკი და საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა, ახლა უკვე აღარ ემუქრება. ეს არის ყველაზე მთავარი. დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის, ორივე ნაწილის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, იყო მცდელობა, უკიდურესი პოპულიზმის გზით საკითხის პოლიტიზირების, რასაც ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმები“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები