კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რუსთავში, დუმბაძის და ბოსტანქალაქის ქუჩების კვეთაზე, კომპანია „რუსთავის წყლის“ წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მარცხენა სანაპიროს წყალმომარაგების ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები განახლდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 27 იანვარს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
რუსთავის მარცხენა სანაპიროს.
წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, საღამოს 20:00 საათიდან აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები