ქუთაისში საინკასაციო მანქანა გაძარცვეს

ქუთაისში, საინკასაციო მანქანას, რომელსაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან აღებული თანხა გადაჰქონდა, თავს დაესხნენ და თანხა გაიტაცეს. შემთხვევა ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა. ყაჩაღობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 – ე მუხლით დაიწყო, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.
მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები