რიმა ბერაძის ინიციატივით, ჩუღურეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი რიმა ბერაძე, რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ის მცხოვრებლებს შეხვდა და აღნიშნულ მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, წინამძღვრიშვილის ქ. N1-ში სამოცდაათი ოჯახი ცხოვრობს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მოსახლეობა, შენობის მძიმე ავარიული მდგომარეობის მიუხედავად, მის რეკონსტრუქციას საკუთარი ძალებით ვერ ახდენს. რიმა ბერაძის შუამდგომლობით თბილისის განვითარების ფონდმა წინამძღვრიშვილის N1 იმ შენობების სიაში შეიტანა, რომელთა რეკონსტრუქცია 2017 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. მაჟორიტარის განმარტებით, შენობის სრული რეაბილიტაცია საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.
2017 წლის მანძილზე ჩუღურეთის რაიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კიდევ რამდენიმე შენობის სრული რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები